გურჯაანში "ქართული ოცნების" ოფისი გაიხსნა

გურჯაანში "ქართული ოცნების" ოფისი გაიხსნა

გურჯაანში დღეს პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისი გაიხსნა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიციიდან აცნობეს, ღონისძიებას დავით ბერძენიშვილი, ბიძინა გუჯაბიძე და მსახიობი გივი ბერიკაშვილი ესწრებოდნენ. "ქართული ოცნების" გურჯაანის ოფისის ხელმძღვანელის, აკაკი ბეგიაშვილის განცხადებით, ოფისი აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს.

"ქართული ოცნების" გურჯაანის ოფისი მზადყოფნას გამოთქვამს, კოალიციაში მიმდინარე პროცესების შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს.