საქართველოა და თურქეთს შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენასთან დაკავშირებით, ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
საუბარია ოშკისა და იშხანის რესტავრაციის სანაცვლოდ, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობაზე და ახალციხეში ახმედის კომპლექსის რეაბილიტაციაზე.