"თიბისი გალერეაში" ახალგაზრდა პიანისტ თათია შარანგია-შევარდნაძის კონცერტი გაიმართება

"თიბისი გალერეაში", "თიბისი ბანკის" ვიპ სამსახურის ორგანიზებით, ხვალ, ახალგაზრდა პიანისტ თათია შარანგია-შევარდნაძის კონცერტი გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თიბისი ბანკიდან" აცნობეს, შესრულდება ბეთჰოვენის, რაველის, შუმანისა და პროკოფიევის ნაწარმოებები.

პიანისტი თათია შარანგია-შევარდნაძე მრავალი საერთაშორისო კონკურსის მონაწილე, საბერძნეთში პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, I პრემიის მფლობელი და ლიტვის კონკურსის გრან-პრის მფლობელია.

საფრანგეთში, პარიზის ნაციონალურ კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში თათია შევარდნაძე მართავდა კონცერტებს პარიზის ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორებიცაა ლანდოვსკისა და ფორეს სახელობის დარბაზები, მუზეუმი Grand palais და ა.შ.

ახალგაზრდა პიანისტმა 2009 წელს მონაწილეობა მიიღო ჰამბურგში, დირიჟორ ოთარ ტატიშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტში. 2011 წელს კი, თბილისის ოპერის სიმფონიურ ორკესტრსა და მაესტრო ჯანლუკა მარჩიანოსთან ერთად შუმანის კონცერტი შეასრულა.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის