საატესტატო გამოცდების პრეტესტები დაიწყო

საატესტატო გამოცდების პრეტესტები დაიწყო

საატესტატო გამოცდების საცდელი ტესტირებები დაიწყო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის 6-დან 13 აპრილის ჩათვლით, ფართომასშტაბიანი საცდელი ტესტირება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 170-მდე სკოლაში ტარდება.

პრეტესტებისას მეთორმეტეკლასელები გამოსაშვები გამოცდების დავალებებზე იმუშავებენ და ამით იმ გარემოს გაეცნობიან, რაც მათ საატესტატო გამოცდებზე ექნებათ.

დღეს, საატესტატო გამოცდების საცდელი ტესტირების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში აკვირდებოდნენ.

გასულ წელს, პირველად საქართველოში, საატესტატო გამოცდები კომპიუტერის მეშვეობით, ე.წ. CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდა.

იგივე მეთოდით საატესტატო გამოცდები 2011-2012 სასწავლო წლის ბოლოსაც რვა საგანში გაიმართება. წელს არ იგეგმება რაიმე ცვლილება, იგივე რჩება კომპეტენციის ზღვარიც. თითოეულ საგანში გამოცდა საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და იმავე დღეს ჩატარდება.

სკოლებში მთელი წლის განმავლობაში საგამოცდო საგნებში აბიტურის საათები ტარდება, რომელზედაც მეთორმეტეკლასელები განვლილ მასალას იმეორებენ და საატესტატო გამოცდებისთვის ემზადებიან.

ყველა სკოლა ტექნიკურად გამართულია და მზად არის გამოცდების ჩასატარებლად. 2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები ხარვეზების გარეშე და მაღალ დონეზე წარიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება