საჯარო რეესტრი Google Earth-ში თბილისის უბნების პანორამული გალერეის ატვირთვას იწყებს

საჯარო რეესტრი Google Earth-ში თბილისის უბნების პანორამული გალერეის ატვირთვას იწყებს.

პოექტის ფარგლებში პირველი 3D (სამგანზომილებიანი) გალერეა განახლებული აღმაშენებლის გამზირის ფოტოებით შეიქმნა, რომლის ნახვაც Google Earth-ზე უკვე დღეიდან შეიძლება.

პროექტის მიმდინარეობა ჟურნალისტებს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილმა და რეგისტრაციისა და კადასტრის სამსახურის ხელმძღვანელმა, ქეთი ტაბატაძემ დღეს გააცნეს.

ტაბატაძის განცხადებით, აღმაშენებლის გამზირის შემდეგ, თბილისის სხვა განახლებული უბნების გადაღება მოხდება. ამის შემდეგ კი კადასტრის სამსახური ბათუმის, სიღნაღის, მესტიის და სხვა ტურისტული ზონების 3D გალერეების შექმნაზე იმუშავებს.

როგორც საჯარო რეესტრში აცხადებენ, პოპულარულ საძიებო სისტემაში, Google Earth-ში თბილისისა და სხვა ქალაქების ამსახველი გალერეების ატვირთვის უმთავრესი მიზანი სწორედ ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება