სამოქალაქო რეესტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ დღეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი თავმჯდომარე გიორგი გაბრიელაშვილი წარუდგინა. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ამ დრომდე გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილედ რჩება.

"მინისტრთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამოქალაქო რეესტრს ახალი ხელძღვანელი ჰყოლოდა. ამ დრომდე მე მქონდა ორი თანამდებობა: მინისტრის მოადგილისა და სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის. ვინაიდან მინისტრის მოადგილესთან გარდა სამოქალაქო რეესტრისა, ბევრი სხვადასხვა საკითხებიც შემოდის განსახილველად, აქედან გამომდინარე, სამოქალაქო რეესტრის ეფექტური მუშაობის გაგრძელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორი კადრის შერჩევა, რომელიც უწყებას უხელმძღვანელებდა. რეესტრი გააგრძელებს ისეთივე ინოვაციებზე და რეფორმებზე მუშაობას, როგორც აქამდე იყო. კვლავ იქნება ძალიან ბევრი ახალი პროექტი, რომელსაც სამოქალაქო რეესტრი შესთავაზებს მოსახლეობას", – განაცხადა ვაშაძემ.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი გაბრიელაშვილის განცხადებით, უფრო ამბიციურ გეგმებს განახორციელებენ, რათა სამოქალაქო რეესტრის სააგენტო არ იყოს მხოლოდ მოსახლეობის რეგისტრაციის მწარმოებელი. "გვსურს რეესტრი ჩამოვაყალიბოთ ახალი იდეების დაბადებისა და მათი სწორად რეალიზაციის ადგილად", - აღნიშნა გაბრიელაშვილმა.

გიორგი გაბრიელაშვილი 1981 წელს გურჯაანში დაიბადა. 2003 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. იგი 2006 წლიდან სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა, ხოლო 2011 წლის იანვრიდან ამავე სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილედ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა