პრეზიდენტის რეზიდენციასთან "მენაშენეთა ასოციაციის" აქცია მიმდინარეობს

"მენაშენეთა ასოციაციის" წარმომადგენლები პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციას მართავენ და მიხეილ სააკაშვილს მათი პრობლემების მოგვარებას სთხოვენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "მენაშენეთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა თემურ ფიფიამ განაცხადა, "ცენტრ პოინტისა" და "დექსუსისგან" 25 000 ადამიანია დაზარალებული, რომლებიც კომპანიების მიერ ხელშეკრულების დარღვევის გამო, ფაქტობრივად, ქუჩაში არიან დარჩენილები.

"კერვალიშვილების ქონება მთლიანად ეყოფა დაზარალებულებს, რათა დაწყებული მშენებლობები დასრულდეს და ქუჩაში დარჩენილი მოქალაქეები ამ შენობებში შესახლდნენ. ჩვენ პრეზიდენტს ვთხოვთ, ჩაერიოს ამ საქმეში და გვერდში დაგვიდგეს", - განაცხადა თემურ ფიფიამ.

საპროტესტო აქციაზე "დექსუსისა" და "ცენტრ პიონტისგან" დაზარალებულმა მოქალაქეებმა ტრანსფარატები და პლაკატები მოიტანეს. ერთ-ერთმა მოქალაქემ რუსუდან კერვალიშვილის მისამართით მკვეთრი განცხადებებიც გააკეთა, შემდგომ მის ფოტოს წიხლი ჰკრა და მიაფურთხა. მენაშენეთა განცხადებით, რუსუდან კერვალიშვილი სვანეთში აპირებს კენჭისყრას.

"თბილისი ხომ ააშენა და ახლა სვანეთის აშენებას აპირებს. სვანები არ მოტყუვდებიან და ამ თაღლით ქალს ხმას არ მისცემენ", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მათი თქმით, აქციები გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ საქმეში საქართველოს ხელისუფლება და პრეზიდენტი არ ჩაერევა, დამნაშავეებს არ დასჯის და დაზარალებულები არ მიიღებენ კუთვნილს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს