დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაცია სახალხო დამცველს უნდობლობას უცხადებს

დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის წარმომადგენლები სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს, უნდობლობას უცხადებენ. სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტის" მიერ დაზარალებულებმა დღეს, სახალხო დამცველის ოფისთან, საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, გიორგი ტუღუში დაინტერესდეს მათი განცხადებით, რომელიც სახალხო დამცველის აპარატს 23 თებერვალს გადასცეს და "ცენტრ-პოინტის" მხრიდან მათი უფლებების დარღვევას ეხება.

როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთმა დაზარებულმა, ადვოკატმა მარინა კორძაძემ განუცხადა, დაზარალებულებმა წერილობით მოახსენეს სახალხო დამცველს მათი კონსტიტუციური უფლებების მასობრივი დარღვევების შესახებ, მაგრამ ტუღუშმა ეს განცხადება "ყურადღების ღირსადაც არ ჩათვალა".

"სახალხო დამცველის სამსახურის პასუხი დაახლოებით ასეთი იყო, ეს ჩვენ არ გვეხება", - განაცხადა მარინა კორძაძემ. მისივე თქმით, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის უფლება არის ერთ-ერთი მთავარი უფლება, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა იქნას, მით უფრო, თუ საქმე სოციალურად გაჭირვებულ ათასობით დაზარალებულს ეხება.

"ყველამ იცის, რომ დაზარალებულთა პრობლემების სახით ქვეყანაში შექმნილია სოციალური დაძაბულობის მწვავე დამატებითი კერები. მშენებლობის სფეროში განხორციელებული თაღლითური სქემები არის არა მხოლოდ დაზარალებულთა, არამედ საერთო საქვეყნო პრობლემა, რომელსაც სახალხო დამცველმა ყურადღება უნდა მიაქციოს. მის ყოველწლიურ მოხსენებაში კი ამ საკითხზე ერთი სიტყვაც არაა ნათქვამი", - აღნიშნა ადვოკატმა.

კორძაძის განცხადებით, სახალხო დამცველს ორგანული კანონი "სახალხო დამცველის შესახებ" ადამიანის უფლებების დაცვას პირდაპირ ავალდებულებს და მან წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ადამიანის უფლებათა ისეთ მასობრივ და უხეშ დარღვევებს, რასაც "ცენტრ-პოინტ ჯგუფი", "დექსუსი" და სასამართლო ხელისუფლება სჩადის.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია