ზესტაფონს საკუთარი დროშა და გერბი ექნება. მუნიციპალიტეტის სიმბოლოები საკრებულომ უკვე დააამტკიცა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოდან აცნობეს, სიმბოლიკის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც დასრულდა და მიმდინარეობს მუშაობა გამარჯვებული პროექტის გამოსავლენად.
კონკურსი გამოაცხადა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომაც. კონკურსის მიზანია, გერბისა და დროშის საუკეთესო პროექტის შერჩევა და გამოვლენა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს. მსურველებმა ნამუშევრები 28 მაისამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა წარადგინონ.