„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით

რემონტი ხშირად რთული კომბინაციაა – გეგმების, არჩევანის, ბიუჯეტისა და დროს შორის ბალანსის პოვნა მარტივი ნამდვილად არ არის. ამ ყველაფრის ფონზე კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება ის, რომ 7 და 8 ივნისს „დომინოში“ ფასდაკლებების, საჩუქრების და აქტივობების დღეა, რაც სარემონტო პროცესს სასიამოვნო თავგადასავლად აქცევს.

უქმეებზე, ორი დღის განმავლობაში “დომინოში” სარემონტო სურვილების ასრულება 50%-მდე ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.

7 და 8 ივნისს “დომინოს” ორივე ჰიპერმარკეტი გადაიქცევა საფესტივალო სცენად, სადაც მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ სახალისო აქტივობებში და მიიღონ უამრავი საჩუქარი, რაც რემონტისთვის აუცილებელ ინსტრუმენტებს მოიცავს.

ადგილზე მომხმარებლებს დახვდებათ განსაკუთრებული ფასდაკლებები და შეთავაზებები, რომელიც მხოლოდ საიუბილეო თარიღს ემთხვევა:

  • 50%-მდე ფასდაკლება ფილებსა და კედლის პანელებზე
  • 40%-მდე ფასდაკლება ავეჯზე, განათებაზე, ინსტრუმენტებსა და კარებზე
  • 40%-მდე ფასდაკლება სანტექნიკაზე
  • 30%-მდე ფასდაკლება ბაღისა და იატაკის საფარის სექციებში
  • 20%-მდე ფასდაკლება სამშენებლო მასალებზე

მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ “დომინოს” ფილიალების კარს მიღმა, სარემონტო ოცნებები ონლაინ სივრცეშიც სრულდება. ფასდაკლებული პროდუქციის შეძენა მომხმარებელს შეეძლება ონლაინ, დომინოს ვებგვერდზე: https://www.domino.com.ge , სადაც შესაძლებელია, როგორც მიწოდების სერვისით სარგებლობა, ასევე პროდუქციის ადგილიდან გატანა.

“დომინოსთვის” მომხმარებლის კომფორტი უმთავრესია, რასაც ადასტურებს, უფასო საპარკინგე ადგილები, ხელმისაწვდომი ფასები, საუკეთესო შეთავაზებები და კეთილმოწყობილი საშოპინგე სივრცე, რომელიც მომხმარებლებს 7 და 8 ივნისს, დიღმისა და ისთ ფოინთის ფილიალებში, დილის 09:00 საათიდან, საღამოს 22:00 საათამდე დახვდებათ.

სამშენებლო ჰიპერმარკეტი “დომინო”, 2015 წლიდან გთავაზობთ 60,000-მდე დასახელების პროდუქციას, საცხოვრებელი და სამუშაო სივრცის მშენებლობისთვის, რემონტისთვის, კეთილმოწყობისთვისა და მებაღეობისთვის. „დომინო“ ის სანდო ადგილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს გამოსცადოს მარტივი, კომფორტული და ეფექტური გზა სარემონტო პროცესში. კომპანიას არამხოლოდ ფართო ასორტიმენტი და პროდუქტების ხელმისაწვდომობა გამოარჩევს, არამედ გუნდი, რომელიც დღეს უკვე 850 ადამიანს აერთიანებს.

თითოეული მათგანი თავისი წვლილით ქმნის მასშტაბურ, თუმცა მყუდრო გარემოს, სადაც ერთ სივრცეშია შესაძლებელი სარემონტო პროცესის დაწყება და დასრულება, რისთვისაც კომპანიას ამ დრომდე, $38,5 მილიონის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

“დომინოს” დიდი ოჯახი, აქ გაჩერებას არ აპირებს და მათი ამბიციური გეგმა რეგიონებში განვითარებაა, კერძოდ კი ქუთაისში ახალი ფილიალის გახსნა, რომელიც 2026 წელს იგეგმება.

19,5 მილიონ ლარამდე ინვესტიციით ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი და კომფორტული კიდევ ერთი საშოპინგე სივრცე გაჩნდება ქუთაისში, სადაც დამატებით 400-მდე ადამიანი დასაქმდება.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში