თსუ-ში დღეს მიხაკო წერეთლის "გილგამეშიანის" პრეზენტაცია გაიმართება

თსუ-ში დღეს მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, მიხაკო წერეთლის თარგმანის "გილგამეშიანი" პრეზენტაცია გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, მიხაკო წერეთლის "გილგამეშიანი" თსუ-ის გამომცემლობამ გამოსცა.

ღონისძიებას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა (მირზა) დავითაია დაესწრება.

მიხაკო წერეთლის "გილგამეშიანი" მსოფლიოში "გილგამეშის ეპოსის" ერთ-ერთ უპირველეს თარგმანს წარმოადგენს. "ქართული არის ერთ-ერთი პირველი ენა _ გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე თარგმნის შემდეგ "გილგამეშის ეპოსი" ქართულ ენაზე ითარგმნა", _ აცხადებენ უნივერსიტეტში.

მიხაკო წერეთლის მიერ თარგმნილი "გილგამეშიანი" კონსტანტინოპოლში 1924 წელს გამოიცა. იმ დროისთვის არ არსებობდა ეპოსის რუსული თარგმანი. მიხაკო წერეთელი თარგმანზე ემიგრაციაში ყოფნისას ბრიტანეთის მუზეუმში მუშაობდა და ძირითადად აშურბანიპალის ბიბლიოთეკის ასურულ ვერსიას ეყრდნობოდა. წერეთლისეული თარგმანი საბჭოთა კავშირში გამოცემისთანავე აიკრძალა და ის საქართველოსთვის მიუწვდომელი დარჩა.

ქართველი მკითხველი მიხაკო წერეთლის ამ უნიკალურ თარგმანს პირველად გაეცნობა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება