იუსტიციის სამინისტროსთან დაზარალებულ მენაშენეთა აქცია მიმდინარეობს

იუსტიციის სამინისტროსთან "ცენტრ-პოინტის" მიერ დაზარალებულ მენაშენეთა აქცია მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, აქციის მონაწილები იუსტიციის მინისტრისგან ობიექტური გამოძიების ჩატარებას და "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებლების პასუხისმგებებაში მიცემას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებთან დღეს პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე და "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი მივიდნენ.

პარლამენტარის თქმით, ხელისუფლება შეგნებულად არ ახდენს რეაგირებას და არ იწყებს გამოძიებას ლაშა ჩხარტიშვილის აზრით კი, რომ არა ხელისუფლების ნება, ეს ხალხი ფინანსური პირამიდის მსხვერპლი არ გახდებოდა. მისივე თქმით, ამ აქციას შედეგი შეიძლება დღეს არ მოჰყვეს, თუმცა შედეგი აუცილებლად ექნება შემოდგომაზე, არჩევნების დროს, რადგან ხალხი ასეთ ხელისუფლებას მხარს აღარ დაუჭერს.

დაზარალებულები ტელეკომპანია "რეალ-ტივის" ოფისისკენ მსვლელობის დაწყებას გეგმავენ. ისინი ტელეარხის იმ გადაცემას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, "დექსუსმა" "ცენტრ-პოინტისგან" გადაბარებული ვალდებულებები სრულყოფილად შეასრულა.

აქციის მონაწილეები ამ გადაცემას არაობიექტურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ "დექსუსს" ვალდებულებები ნაწილობრივადაც კი არ შეუსრულებია.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს