"ცენტრ-პოინტის" მიერ დაზარალებულთა აქცია "რეალ-ტივის" წინ გაგრძელდა

"ცენტრ-პოინტის" მიერ დაზარალებულთა აქცია ტელეკომპანია "რეალ-ტივის" წინ გაგრძელდა. აქციის მონაწილეებთან

 "რეალ-ტივის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი სოფო ხუციშვილი და ჟურნალისტი მაია თევზაძე გამოვიდნენ. მათი განმარტებით, "დექსუსთან" დაკავშირებით გადაცემა არ იყო საინფორმაციო ფორმატის და ის სარეკლამო ფორმატით გავიდა.

მათივე განმარტებით, საინფორმაციო გადაცემაში დაზარალებულთა შესახებ ადრე არაერთი სიუჟეტი გასულა. ამის შემდეგ "რეალ-ტივის" თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებთან ჩაწერეს ინტერვიუები და განაცხადეს, რომ სიუჟეტი საინფორმაციო გამოშვებებში გავა.

აქციაზე შელაპარაკება მოხდა "ქართული ოცნების" წევრ ლაშა ჩხარტიშვილსა და "რეალ-ტივის" საინფორმაციო სამსახურის უფროსს შორის. კამათი ჩხარტიშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომ "რეალ-ტივი" არაობიექტური და მკვლელების საკუთრებაში არსებული ტელევიზიაა. რეპლიკის პასუხად, სოფო ხუციშვილმა ჩხარტიშვილს განუცხადა, რომ ამ ხალხს ბიძინა ივანიშვილი იყენებს.

აქციის მონაწილეები ტელეარხის იმ გადაცემას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, "დექსუსმა" "ცენტრ-პოინტისგან" გადაბარებული ვალდებულები სრულყოფილად შეასრულა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია