Summer Job-ში მონაწილეობის მსურველთათვის გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე რეგისტრაცია 20 წუთში დასრულდა

სტუდენტურ პროექტ Summer Job-ში მონაწილეობის მსურველთათვის გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე რეგისტრაცია 20 წუთში დასრულდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტებისთვის 1500-ზე მეტი ვაკანტური ადგილი იყო შეთავაზებული. "დროის ასეთ მცირე მონაკვეთში ადგილების შევსება იმაზე მეტყველებს, რომ პროექტი მოთხოვნადია და სტუდენტების დიდ დაინტერესებას იწვევს", - აღნიშნავენ სამინისტროში.

Summer Job-ში სტუდენტთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 20 მარტიდან დაიწყო და ინტერნეტით, დასწრების პრინციპით განხორციელდა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, დარეგისტრირებული სტუდენტები, რომლებიც დროულად არ გამოცხადდნენ დამსაქმებლებთან შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად, ავტომატურად პროექტს გამოეთიშნენ. ასეთი სტუდენტების რიცხვი 7%-ზე ნაკლებია. გამოთავისუფლებულ სამუშაო ადგილებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დამატებითი რეგისტრაცია გამოაცხადა.

დამატებით რეგისტრაციამდე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წინასწარ შეერჩიათ დარჩენილი ვაკანსიებიდან სასურველი სამუშაო ადგილი. ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მოძიება მათ პროექტის ვებგვერდზე შეეძლოთ.

"საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი Summer Job საქართველოში წელს პირველად ხორციელდება. პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 20 ივლისს ამოქმედდება და 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება.

სტუდენტები სამოცდაათამდე სფეროში დასაქმდებიან, კერძოდ: სახელმწიფო დაწესებულებებში, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმმართველობის ორგანოებში და ა.შ. საპრეზიდენტო პროექტში სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული.

პროექტის მიზანია, სტუდენტებმა კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდილების მიღება შეძლონ. გამომუშავებული თანხით კი საკუთარი სწავლა დააფინანსონ ან შემეცნების, მოგზაურობის, დასვენებისათვის და ა.შ. საკუთარი სურივილისამებრ გამოიყენონ. ამგვარი პრაქტიკა დანერგილია და წარმატებით ხორციელდება დასავლეთის ქვეყნებში",-ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება