ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის გადახდის ვადა ეწურება "ბაზისბანკი" იყიდება "მადნეული" და "კვარციტი" გაიყიდა ვანო ჩხარტიშვილი "მზის" დაბრუნებას ცდილობს დებატები პარლამენტში

ბიძინა ივანიშვილს კონტროლის პალატის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა ეწურება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ივანიშვილი 148 650 131 ლარით დააჯარიმა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ გაანახევრა. ივანიშვილმა გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნია და ამ განახევრებული თანხის გადახდაზეც უარი განაცხადა. ასეთ შემთხვევაში საქმეში სააღსრულებო ბიურო ერთვება, რომელიც ვალდებულია, 5 დღის ვადაში ივანიშვილს სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს. ამის შემდეგ ივანიშვილს კიდევ 7-დღიანი ვადა მიეცემა ჯარიმის გადასახდელად და თუ ეს არ გააკეთა, აღმსრულებელი გადაწყვეტს, იძულების რა ფორმას მიმართოს თანხის ამოსაღებად.

. . .

"ქრისტიან-დემოკრატებმა" საქართველის პრეზიდენტი საკუთარი თავის მიმართ ოპოზიციონერობანას თამაშში დაადანაშაულეს. გიორგი თარგამაძემ პარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, რომ სააკაშვილმა ეს ერთხელ უკვე წარმატებით მოახერხა - "მოქალაქეთა კავშირის" ლიდერმა საკუთარი პარტია მიატოვა და ზურაბ ჟვანიასთან ერთად იქ გადახტა, საიდანაც სახელისუფლო რესურსის გამოყენებით კვლავ ხელისუფლებაში მოსვლა შეძლო". მისივე თქმით, სააკაშვილი აცხადებს, რომ შეცდომა იყო ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შემიღება, თითქოს ეს მისი მთავრობის გადაწყვეტილება არ იყოს; აკრიტიკებს ბანკებს, რომ მათი გაუმაძღრობისა და სიმსუნაგის გამო ნახევარი საქართველო უბინაოდ დარჩა, თითქოს მისმა უმრავლესობამ არ შეიტანა კანონში ცვლილებები, რომლებმაც ბანკებს მოქალაქეებისათვის ბინების ჩამორთმევა გაუიოლეს" . . .

. . .

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური ბიძინა ივანიშვილის მიერ ოზურგეთში გამართულ მიტინგზე ნახსენები "სამცხე-მთიანეთის" ადგილმდებარეობით დაინტერესდა და განაცხადა: "თუ რამდენად კარგად იცნობენ ისინი საქართველოს რეგიონებს და იმ პრობლემატიკას, რაც იქ არის, ძალიან კარგად ჩანს მათივე ლიდერის გამონათქვამებიდან, რომელმაც საქართველოს ერთ-ერთ რეგიონს სამცხე-მთიანეთი უწოდა". წიკლაურმა პეტრე მამრაძესაც უპასუხა, რომელმაც საპარლამენტო დებატებზე პარლამენტი რეზინის შტამპს შეადარა, რომლითაც "მიხეილ სააკაშვილის ახირებები იშტამპება". წიკლაურმა მამრაძის ფრქციას "ერთიანობა სამართლიანობისათვის" სახელი "შეუცვალა" და "ბალალაიკა ფრაქცია" უწოდა. ბოლოს კი იმედი გამოთქვა, რომ "ქართველი ხალხი კარგად ხედავს ოპოზიციის პოლიტიკური დაცემის მოახლოებას".

. . .

თბილისის მერიამ დასასვენებელი პარკის "მზიურის" სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებულ 529 498 ლარის ღირებულების ტენდერში გამარჯვებულად შპს `აბგ და კომპანია~ დაასახელა.

შპს "აბგ და კომპანია" შესყიდვებისა და კონკურენციის სააგენტომ 2012 წლის 14 ივნისს "შავ სიაში" შეიყვანა, რის საფუძველზეც აღნიშნულ კომპანიას ერთი წლის მანძილზე აეკრძალა ტენდერებში მონაწილეობის მიღება.

"შავ სიაში" შეყვანის საფუძველი გახდა აღნიშნული კომპანიის მიერ ბათუმის ბულვარის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობისას სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ნაკისრი ვალდებულების არასრულად შესრულება.

..

რუსეთის სამხედრო უწყებამ აფხაზეთში დისლოცირებული სამხედროებისთვის სპეციალური საზაფხულო ფორმა შექმნა. აფხაზეთში მყოფი რუსი სამხედროები წლევანდელ ზაფხულს კრემისფერ შორტებში, მაისურებში, `პანამკებსა~ და დაბალყელიან ფეხსაცმელებში გამოწყობილები გაატარებენ. საზაფხულო ფორმის 3000 კომპლექტი უკვე ჩაიტანეს სოხუმში.

..

ზუგდიდის სასამართლონ "ქართული ოცნების" წევრ სერგო ჩაჩიბაიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჩაჩიბაიას პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევასა და ცივი იარაღის უკანონოდ შენახვაში ედება ბრალი.

სასამართლოს სხდომას ესწრებოდა კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელმაც სასამართლოს პოლიციისა და პროკურატურის დანამატი უწოდა და გამოთქვა რწმენა, რომ უსამართლობა ოქტომბერში დასრულდება, ჩაჩიბაიას ადგილს კი ისინი დაიკავებენ, ვინც `ნაციონალური მოძრაობის~ ინტერესებს კანონზე მაღლა აყენებენ.

. . .

`მადნეული~ და `კვარციტი~ 120 მილიონ დოლარად გაიყიდა. საბადოების მფლობელმა ოქროს მომპოვებელმა კომპანია `ჯეოპრო მაინინგმა~ `კაპიტალ ჯგუფთან~ გარიგებას 14 ივნისს მოაწერა ხელი. `მადნეულისა~ და `კვარციტის~ ახალი მფლობელი კომპანიის აქციონერები რუსი ბიზნესმენები დიმიტრი კორჯევი და დიმიტრი ტროიცკი არიან. ხსენებული ჯგუფის მფლობელობაში შედის კომპანია Nევაღუს, რომელიც სომხურ სამთო-მომპოვებელ ბიზნესში საქმიანობს. გარიგების ხელმოწერისთანავე "მადნეულისა" და "კვარციტის" ახალ გენერალურ დირექტორად ვახტანგ ფარესიშვილი დაინიშნა.

. . .

"ბაზისბანკის" პრესსამსახურის უფროსი თამარ ხადური აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბანკის გასხვისების თაობაზე, თუმცა, ჯერჯერობით გადაწყვეტილება არავის სასარგებლოდ არ არის მიღებული.

Fინანციალ თიმეს-ის ინფორმაციით კი, ბანკს ჩინური კომპანია "სანძიან ჰუალინგ სამრეწველო-სავაჭრო ჯგუფი" ყიდულობს და გარიგება 100 მილიონი დოლარი დაჯდება.

. . .

ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია "მზის" დასაბრუნებლად დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სასამართლოებში სარჩელის შეტანას აპირებს. "თბილისი მარიოტში" გამართულ პრესკონპერენციაზე ჩხარტიშვილის ბრიტანელი ადვოკატმა საიმონ ბრაუნმა განაცხადა, რომ 2004 წელს მის კლიენტს ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტი იძულებით, უსასყიდლოდ დაათმობინეს და სასამართლო დაადგენს წილის გადაცემის კანონიერების საკითხს. ქართველი ადვოკატი თემურ მამასახლისი კი განმარტავს, რომ მოპასუხე მხარეებად დასახელდებიან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა და პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილი.

. . .

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განახლებულმა სროლამ კიდევ ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. დაღუპულია სომეხი ეროვნების არამ გიულნაზარიანი. იგი მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფომდე მიყვანამდე გარდაიცვალა. დაჭრილების შესახებ იუწყება აზერბაიჯანული მხარეც.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ორმხრივი სროლებისას 5 აზერბაიჯანელი და 10 სომეხი ეროვნების მებრძოლი დაიღუპა.

მოამზადა

დავით შალიკაშვილმა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა