გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში ელექტრონული სისტემა შემოდის

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში ელექტრონული სისტემა შემოდის. "გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში დღეს შევიდა. კანონპროექტის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მიღებული სასამართლოს ყველა განჩინება, ისევე, როგორც კრედიტორთა, მეურვის, მომრიგებელი საბჭოს, გაკოტრების მმართველისა თუ რეაბილიტაციის მმართველის ნებისმიერი გადაწყვეტილება ელექტრონული სისტემის მეშვებით გამოქვეყნდება. აღნიშნული დოკუმენტაციის ელექტრონულ სისტემაში განთავსება ოფიციალურ გამოქვეყნებად ჩაითვლება.

ასევე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესაძლებელი იქნება კორესპონდენციის გაგზავნა-მიღებაც, ხოლო პროგრამიდან გაგზავნილი ან მიღებული წერილი ოფიციალურად გაგზავნილად და ჩაბარებულად ჩაითვლება.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, აღნიშნული სისტემის მიზანია, მოვალეს, კრედიტორებს, სასამართლოს, მომრიგებელ საბჭოს, მეურვესა და გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველს შორის ინფორმაციის გაცვლის პროცესი გამარტივდეს. ასევე, გარდა ინფორმაციის გაცვლისა, სისტემა გადაწყვეტილების მიღების პროცესს გაამარტივებს, რადგან მთელ რიგ საკითხებზე სისტემა შესაძლებელს გახდის თანხმობის გამოხატვას ონლაინ რეჟიმში.

"გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება