თბილისში ქართულ-ამერიკული კლინიკა Medical house გაიხსნა

თბილისში, აკადემ ქალაქის ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქართულ-ამერიკული კლინიკა, საოჯახო მედიცინის ცენტრი Medical house გაიხსნა , სადაც პაციენტებს კვალიფიციური ექიმები მოემსახურებიან.

ახალი კლინიკა დღეს თბილისის მერმა, გიგი უგულავამ გახსნა. მისი თქმით, პირველადი ჯანდაცვის განვითარება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, რათა თითოეულმა თბილისელმა საავადმყოფოში მისვლამდე კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღება შეძლოს. კლინიკაში 60 ადამიანია დასაქმებული, რომლებსაც დღეს, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად თბილისის მერი, გიგი უგულავა შეხვდა.

ქართულ-ამერიკული საოჯახო მედიცინის კლინიკა საქართველოში ამერიკის ელჩმა, ჯონ ბასმა ამერიკელი კონგრესმენების დელეგაციასთან ერთად დაათვალიერა. როგორც ჯონ ბასმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან პოზიტიური მოვლენაა ის, რომ თბილისში კიდევ ერთი თანამედროვე დასავლური ტიპის დაწესებულება გაიხსნა.

"ეს განსახიერებაა დამატებითი ამერიკული ინვესტიციისა, რომელიც განხორციელდა წარმოშობით ქართველი ამერიკის მოქალაქის მიერ, იგი სამშობლოში დაბრუნდა და მონაწილეობს თავისი ქვეყნის განვითარებაში", - აღნიშნა ჯონ ბასმა.

კლინიკის ხელმძღვანელია ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი თემურ ღურჭუმელიძე. კლინიკა აღჭურვილია უახლოესი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.

გიორგი ანთაძე - ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრა პეკინში იყო კლასიკური „დიდი ძალების მენეჯმენტი“ - არა დრამატული გარღვევები, არამედ სტაბილიზაციისა და პოზიციების გადანაწილების მცდელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ოჯახის სიმტკიცისა და კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა