12.07.2012

12.07.2012

მამუკა ღლონტი - "მილიონი სისულელე გააკეთა ხელისუფლებამ და ეს არის ყველაზე დიდი სისულელე. არც ერთი კაპიკი არ უნდა გადავიხადოთ. თუ "მაესტროს" დააყადაღებენ, გამოირთვება ტელევიზია და მერე ვნახოთ..."

"ქართუს" იძულებით მმართველს დაუნიშნავენ

რა არ მოეწონა მერაბიშვილის მუშაობაში ახალ შს მინისტრს

* * *

"იმ სინდრომს, რასაც საქართველოში აქვს ადგილი, თავისუფლად დაერქმეოდა "დაყადაღებული სატელიტური თეფშების სინდრომი". დევიზიც მოვიგონეთ: "არც ერთი თეფში ჩვენ გვერდით თუ ზევით!" მოკლედ, "ესე ამბავი ახალი თეფშებისა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით მამუკა ღლონტი: "მაესტროს" დააყადაღებენ, გამოირთვება ტელევიზია და მერე ვნახოთ.

"სატელიტური ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე 2012 წლის 20 ივნისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დადგენილ იქნა, რომ პოლიტიკურ ორგანიზაცია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია "ელიტა-ბურჯის" ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია "მაესტრომ" საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ანტენები. გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნული ანტენები კვლავ გამოყენებული იქნება მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად, იმავე სქემით, როგორც ეს უკვე განხორციელდა ბოლო დროის განმავლობაში "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ. საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს წინასაარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას", -აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში. "ალია" კომენტარისთვის "მაესტროს" დამფუძნებელ მამუკა ღლონტს დაუკავშირდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"რა ღირებულებისაა ეს სატელიტური თეფშები, მე ასეთი დეტალები არ ვიცი, მაგრამ ბაზარზე მასეთი თეფში ალბათ 50 ლარი ღირს. როცა პროდუქცია ქარხნიდან მოდის, ეს ფასი კიდევ უფრო მცირდება. მთლიანად ეს ანტენები, სავარაუდოდ, 200 000 ლარისაა. ფრაზა, რომ "ელიტა ბურჯის" დავალებით "მაესტრომ" შემოიტანა დიდი ოდენობით ანტენები" ნიშნავს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. იმიტომ, რომ დაყადაღებულია 10 000 თეფში და ეს არ არის დიდი რაოდენობა საქართველოსთვის. რაც შეეხება "ელიტა ბურჯის" დავალებას - ეს სრული აბსურდია. დავალება შეიძლება მისცეს უფროსმა უმცროსს და ეს ფირმა არ არის არც ჩვენი ხელმძღვანელი და არც არაფერი. შესაბამისად, ეს კომპანია ვერავითარ დავალებას ვერ მოგვცემდა. სრული აბსურდია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ღლონტი.

"ჩვენი ძირითადი საქმიანობა "მაესტროს" სიგნალის გავრცელებაა, ვიმეორებ, ძირითადი. თუმცა არა მარტო საქმიანობა, არამედ მოვალეობაც. ბუნებრივია, ყველა საკაბელო ტელევიზია ცდილობს გააფართოვოს თავისი გავრცელების არეალი. მით უმეტეს რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო "მაესტროში". 50-ლარიანი თეფშების გავრცელება, არ მგონია, გასაკვირი იყოს. ამის განვადებით მიცემას ვაპირებდით მოსახლეობისთვის და ამაში 20% მოგებას პოულობდა "მაესტრო". ეს იგივეა, გაზეთს რომ აუკრძალონ ქაღალდის შემოტანა - რაც თქვენთვის ქაღალდია, ის არის ჩვენთვის ანტენა", - დასძენს მამუკა ღლონტი და შეკითხვას - "სავარაუდოდ, დაგაჯარიმებენ?" - პასუხობს:

"სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და სავარაუდოდ, შეიძლება დაგვაჯარიმონ, შეიძლება ვინმე დაიჭირონ. ჩემი გეგმა ასეთია: არც ერთი კაპიკი არ უნდა გადავიხადოთ. თუ "მაესტროს" დააყადაღებენ, გამოირთვება ტელევიზია და მერე ვნახოთ, რა დასკვნას დაუდებენ ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციები. მილიონი სისულელე გააკეთა ხელისუფლებამ და ეს არის ყველაზე დიდი სისულელე. ეს ნამდვილად არ ასხამს წყალს მის წისქვილზე. "მაესტროს" გამორთვა შეუძლია მხოლოდ ხელისუფლებას და ის, რომ კომპანია მაყურებელს იზიდავს და დააბრალო, რომ ამას პოლიტიკური სარჩული აქვსო, სრული აბსურდია".

"პროკურატურა მხოლოდ ეჭვების საფუძველზე თუ მოქმედებს, მაშინ მეც მაქვს ეჭვი, რომ "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" ძირითადი შემოსავლები მიბმულია მმართველი პარტიის კეთილ ნებაზე და პოლიტიკურად არის დაკავშირებული მასთან - რა ვთქვათ, გავუუქმოთ ამ მაუწყებლებს ლიცენზია?" -ამბობს მედია-ექსპერტი ზვიად ქორიძე და მიიჩნევს, რომ თუ პროკურატურამ "მაესტროს" პოლიტიკურ ოპოზიციასთან კავშირზე კონკრეტული ფაქტები არ წაუყენა, ქვეყანაში დაძაბულობის ესკალაცია გარდაუვალი იქნება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "მაესტროს" ანტენები დაუყადაღეს / მმართველმა გუნდმა გონს უნდა მოუხმოს და ასეთ ნაბიჯებზე არ უნდა წავიდნენ".

"მე არ ვარ პოლიტიკური ორგანიზაცია, არჩევნებში არ ვიღებ მონაწილეობას და საერთოდ არ მაინტერესებს ამომრჩევლის ხმა. ამიტომაც ჩემთვის პროკურატურის მხრიდან ამგვარი ქმედება გაუგებარია. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რისთვის დასჭირდათ ამის გაკეთება", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "მაესტროს" გენდირექტორი ბაჩო კიკაბიძე, რომლის თქმით, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. მამუკა ღლონტი კი "ფორ.გე"- სთან საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა თეფშების ამოღება კაფეებიდან და რესტორნებიდანაც კი დაიწყოს, რადგან ყველანაირი თეფშების ეშინია", - აღნიშნავს გამოცემა.

"არანაირი სამართლებრივი საფუძველი აქ ჯერ არ იკვეთება, პროკურატურის გონივრული ეჭვი ჩვენ არაფერში არ გამოგვადგება. მათ კონკრეტული ფაქტები უნდა დადონ, რომ ნამდვილად არის კავშირი პოლიტიკურ ოპოზიციასა და ტელეკომპანია "მაესტროს" შორის და დაასაბუთონ, რომ სწორედ ეს კონკრეტული ფაქტი არის ანტენების დაყადაღების საფუძველი. ანუ თუ არ იქნება კონკრეტულად, არგუმენტირებულად დასაბუთებული და სათანადო პროცედურები განხორციელებული, მიმაჩნია, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება იქნება ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ სერიოზული ესკალაცია და მიმაჩნია, რომ დაძაბულობას წარმოშობს. მმართველმა გუნდმა გონს უნდა მოუხმოს და ასეთ ნაბიჯებზე არ უნდა წავიდნენ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ქორიძე.

"ქართუს" იძულებით მმართველს დაუნიშნავენ

"24 საათში სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შესაძლოა სახელმწიფომ "ქართუ ჯგუფს" იძულებითი მმართველი დაუნიშნოს - აღსრულების ეროვნულმა ბიურომ "ქართუ ჯგუფისთვის" იძულებითი მართვის გადაყვანის რეჟიმში გადაყვანის მოთხოვნით სასამართლოს გუშინ მიმართა. იძულებითი მართვა კი გულისხმობს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველის დანიშვნასა და იძულებითი მართვის შედეგად მიღებული თანხებით კრედიტორების ეტაპობრივ დაკმაყოფილებას. იძულებითი მართვის პროცესის დასრულებამდე, მმართველი სარგებლობს მესაკუთრის ყველა უფლებით, ხოლო ქონება მოვალის საკუთრებაში რჩება. ადვოკატები ფიქრობენ, რომ იძულებითი მმართველის დანიშვნა ბანკის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლას ნიშნავს და შესაძლოა ბანკის თანამშრომლების გათავისუფლებაც კი გამოიწვიოს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ქართუს" იძულებით მმართველს დაუნიშნავენ.

"იძულებით მართვის რეჟიმში გადასვლა ბანკის აქციების სახელმწიფოს საკუთრებაში აღების ტოლფასია. მესაკუთრის უფლებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება ქონებით სარგებლობაა, სწორედ ეს უფლება წაიღო სახელმწიფომ. ბანკის მფლობელად ფორმალურად ძველი მესაკუთრე რჩება, მაგრამ ქონებისგან სარგებლის მიღება სახელმწიფოს ხელში გადავიდა. რაც ნიშნავს, რომ სს "ქართუ ჯგუფის" 100%-ის მართვა სახელმწიფოს ხელში გადადის. "ქართუ" ჩვეულებრივი სახელმწიფო ბანკი გახდება და ბუნებრივია, ამით მისი პოლიტიკა და კლიენტურა შეიცვლება. სახელმწიფოს შეუძლია დღესვე გაათავისუფლოს "ქართუ ჯგუფის" გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი და დანიშნოს სახელმწიფო მოხელე. იმ სახელმწიფო მოხელეს კი შეუძლია ბანკის სამეთვალყურეო საბჭო შეცვალოს და სახელმწიფო მოხელეები დანიშნოს, მათ შეუძლიათ დამლაგებლიდან დაწყებული, დეპარტამენტის უფროსებით დამთავრებული, ყველა შეცვალონ. შეცვლიან თუ არა, ეს უკვე მათი უფლებაა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრი, ადვოკატი არჩილ კბილაშვილი.

"ჩათვალეთ, რომ ბანკს სახელმწიფო დაესაკუთრა, ამან რატომ უნდა გამოიწვიოს გაკოტრება? თუ მას სახელმწიფო ხელოვნურად არ გააკოტრებს, ეს ავტომატურად გაკოტრებას არ გამოიწვევს. ბანკის აქციები ფორმალურად ძველი მესაკუთრის სახელზე დარჩება, მაგრამ მესაკუთრის ყველა უფლებას სახელმწიფო განახორციელებს. ამით ისინი ალბათ ფიქრობდნენ თავი აერიდებინათ იმ უხერხულობისგან, რაც სხვისი ქონების გაყიდვით იქნებოდა გამოწვეული. სახელმწიფოს მმართველობაში ბანკი მანამდე დარჩება, სანამ 75 მილიონს არ ამოიღებს, და გარწმუნებთ, რომ არჩევნებამდე ამ თანხის ამოღებას ვერ მოახერხებენ, ასე რომ, მინიმუმ ოქტომბრამდე დარჩება ბანკი სახელმწიფოს საკუთრებაში. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნებამდე ამ თანხას ვერ მიიღებენ", - დასძენს არჩილ კბილაშვილი.

"ძალიან მიჭირს წინასწარ რამე კონკრეტიკაზე საუბარი - რა და როგორ იქნება იძულებითი მმართველის დანიშვნის შემთხვევაში. მაგრამ ერთი ცხადია, რომ ეს მმართველი ბანკს მანამ ეყოლება, სანამ იმ "ვითომ დავალიანებას" არ გადაიხდის, რაც მას სახელმწიფომ დააკისრა. ბანკს ამ პერიოდში სხვა მართავს, რაც გაუგონარი რამეა. წარმოუდგენელ და გაუგონარ რამეს აკეთებს სახელმწიფო, მსგავსი რამ ნებისმიერი საწარმოს მიმართ საქართველოში არასოდეს გამიგონია... გააჩნია, რა მენეჯმენტს წარმართავს ახალი მმართველი და რამდენ ხანს დარჩება ბანკი იძულებითი მართვის რეჟიმში. მმართველი, ცხადია, მენეჯმენტს შეცვლის, შესაძლოა, ამან თანამშრომელთა ცვლილებებიც გამოწვიოს, მაგრამ საერთაშორისო ზეწოლით, ვფიქრობ, პრობლემები მალე მოგვარდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნოდარ ხადური.

"ვანო მერაბიშვილის გაპრემიერების შემდეგ შსს-ში დაწყებულ საკადრო ცვლილებებს სამინისტრო ჩვეულებრივ მოვლენად აფასებს და ოფიციალურ განცხადებაში იმასაც კი აცხადებენ, რომ თურმე არც ერთ მოხელეს თანამდებობა თავისი ნებით არ დაუტოვებია. არადა, დღე არ გავა, შსს-მ ასევე ოფიციალურად არ გაავრცელოს ინფორმაცია მორიგ საკადრო ცვლილებაზე. თუ არავინ მიდის და არავის უშვებენ, მაშინ რას ნიშნავს მორიგი ინფორმაცია ახალ განთავისუფლება-დანიშვნასთან დაკავშირებით? თუ ხელისუფებას სურს ხალხს დაანახვოს, რომ მერაბიშვილის კადრებს ახალაია არ ეხება, ეს უკვე სხვა თემაა და იმის გაუთვალისწინებლობა, რომ ხალხიც ხედავს და ხალხი არც ბრმაა და ყრუ და მუნჯი, ალბათ არ აწყენდათ "ნაციონალებს", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "პირველსავე თათბირზე ახალაიამ თქვა, დედას მოვუ...ნ ყველას, როგორ დაუშვეს და ასე გაატარეს ყველაფერი..." / რა არ მოეწონა მერაბიშვილის მუშაობაში ახალ შს მინისტრს?

"არავინ მიდის, არავის ვუშვებთ მორიგი სპექტაკლის დასაწისს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას იმ ფონზე, რაც ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ახალაიას უწყებაში ხდება. მას შემდეგ, რაც ყველა სამმართველოს უფროსი მოხსნეს და ახალაიას კადრებით ჩაანაცვლეს, მოხდა კიდევ რამდენიმე საკადრო ცვლილება: დაცვის პოლიციის ხელმძღვანელმა კახა ლეგაშვილმა თანამდებობა დატოვა და მისი პოსტი ადგილობრივმა კადრმა ზურაბ კუბლაშვილმა დაიკავა. შს მინისტრის მოადგილისა და ადმინისტრაციის უფროს შოთა ხიზანიშვილის განცხადებით, ლეგაშვილმა სამუშაოდ პრემიერ-მინისტრის აპარატში გადაინაცვლა. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ამით ძირითადი საკადრო ცვლილებები დასრულებულია. ჯერჯერობით ისევ ვაკანტური რჩება საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის სავარძელი. ძველი კადრებიდან თავიანთ პოსტებს ინარჩუნებენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოგა გრიგალაშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქადაგიძე, თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ ვახტანგიშვილი, მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და ადმინისტრაციის უფროს შოთა ხიზანიშვილი", - აღნიშნავს გამოცემა.

"ირაკლი ყიფშიძე დაწინაურდა და თბილისის შს სამმართველოს ხელმძღვანელი გახდა, მისი სავარძელი კი ძველი თბილისის შს სამმართველოს პოსტზე დიმიტრი თათრიშვილმა ჩაიბარა. ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე გიორგი მერაბიშვილი ჯაბა მაღლაფერიძემ ჩაანაცვლა, რომელიც გლდანი-ნაძალადევის სამმართველოდან გადმოიყვანეს. მის ადგილზე კი კონსტანტინე ანანიაშვილი დაინიშნა. დავით სიდამონიძე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოში თანამდებობას ინარჩუნებს ისანი სამგორის სამმართველოს უფროსი ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს, მისი სკამი კი დავით ქოქიაშვილმა დაიკავა, - ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, "ალიას" ცნობით, რამდენიმე დღეში საკადრო წმენდა დაიწყება რეგიონებში. როგორც ამბობენ, ახალაიას ახალი ცოცხი "დაგვას" დაიწყებს იმ რეგიონებიდან, სადაც "ქართულმა ოცნებამ" უკვე მოაწყო აქციები", - დასძენს გამოცემა.

"როგორც "ალიას" შსს-ს აწ უკვე ყოფილმა თანამშრომელმა განუცხადა, "პირველივე თათბირზე ახალაიამ თქვა, დედა მოვუ..ნ ყველას, როგორ დაუშვეს და ასე გაატარეს ყველაფერიო. ანუ, როგორც ჩანს, ბაჩანა როლანდოვიჩი რეპრესიების ტალღას იწყებს. ეს კაცი ისე გააკეთებს, ვანო მერაბიშვილი სანატრელი გახდება. მგონი, სპეციალურად აკეთებენ ამას, "კეთილი ვანოს" იმიჯი რომ დაამკვიდრონ, სხვა რა ვიფიქრო, არც ვიცი - მოვიდა ეს ახალგაზრდა კაცი და მისი წინამორბედის კადრებს ისე ექცევა, ვითომ ისინი "ნაციონალების" მხარდამჭერები არ იყვნენ. ამ ერთის ხასიათზე ხომ არ უნდა აეწყოს ყველაფერი? ან თავში ტვინი არ აქვთ ან სპეციალურად ხდება ეს ყველაფერი, ან კიდევ აშკარად სისხლისღვრისკენ მიდიან", - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის