სარფში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

სარფში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და მიკროავტობუსი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი და ერთი მგზავრი დაშავდა. ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, ავტობუსის მძღოლის მიერ ავტოსაგზაო წესების დარღვევა გახდა. ავტობუსის მძღოლი საპირისპირო მხარეს გადავიდა და მიკროავტობუსს შეეჯახა.

























