სამართალდამცველებმა "როუფ ჯამფინგის" ინსტრუქტორები დაკითხეს

სამართალდამცველებმა გუშინ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით "როუფ ჯამფინგის" ინსტრუქტორები დაკითხეს. არსებული ინფორმაციით, დაკითხულთა შორის "როუფ ჯამფინგების" ორგანიზატორი კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი გუჯაბიძეცაა.

შსს დაკითხვასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს. თუმცა არსებული ინფორმაციით, დაკითხვისას არავინ დაუკავებიათ.

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, ხიდიდან ხტომის, "როუფ ჯამფინგის" დროს, გუშინ ორი ახალგაზრდა დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა თოკის გაწყვეტამ გამოიწვია. დაღუპულები არიან 23 წლის მარიამ ყანდაშვილი და 25 წლის გოგა გოლეთიანი.

უნივერსიტეტის მაღლივი ხიდიდან "ჯამფერების" ხტომა დედაქალაქში საკმაოდ გავრცელებული ექსტრემალური სპორტია. ხიდის სიმაღლე 50 მეტრია, საფრენი მანძილი კი - 35 მეტრი. "ჯამპერს" სპეციალური სამაგრები უმაგრდება წელსა და ფეხებზე და სიმაღლიდან ხტება.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის