"ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებულმა მოქალაქეებმა კანცელარიასთან აქცია გამართეს

კომპანია "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებულმა მოქალაქეებმა მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს და პრობლემების მოგვარება პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს სთხოვეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილე მარინა კორძაძემ განუცხადა, კომპანია "ცენტრ პოინტის" მიერ 2600 ადამიანია დაზარალებული, თუმცა აღნიშნულ სამშენებლო კომპანიას მითვისებული 310 მილიონი დოლარის გამო პასუხს არავინ სთხოვს.

"ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს ჩვენ პრობლემებში გარკვევას და დახმარებას ვთხოვთ. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და ჩვენ კუთვნილი მივიღოთ. მერაბიშვილს ვთხოვთ "ცენტრ პოინტის" მემკვიდრე "დექსუსი" მოგვაშოროს, რომელიც ულტიმატუმის ენით გველაპარაკება", - განაცხადა მარინა კორზაძემ.

აქციის მონაწილეებმა ვანო მერაბიშვილის სახელზე მიმართვის ტექსტი შეადგილეს, სადაც აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საქმე პარლამენტარ რუსუდან კერვალიშვილის, მაია და ვახტანგ რჩეულიშვილების მიმართ უნდა აღიძრას.

მენაშენეთა აქციას სოლიდარობა პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გამოუცხადა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს