საქალაქო სასამართლომ "ქართული ოცნების" შემომწირველ 16 პირთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია "ქართული ოცნების" შემომწირველ 16 პირთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები და ყადაღის თაობაზე ამავე სამსახურის გადაწყვეტილებების დადასტურების საკითხი. სასამართლოს 2012 წლის 10 აგვისტოს დადგენილებებით გოჩა ბარამიძე, გოჩა ჩიკვილაძე, ნატო კოპლატაძე, დავით კაჭახიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, თეონა ჯახუტაშვილი, ინგა ჯავახია, მაგდანა მუშკუდიანი, დავით დარჩია, დავით მათიკაშვილი, ნინო უძილაური, ნატო ხაინდრავა, ნოდარ ჯავახიშვილი, ია გამცემლიძე, ირაკლი ბერაია, დავით გალუაშვილი ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ"" საქართველოს ორგანული კანონის 342-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის და სახდელის სახით დაეკისრათ ჯარიმის გადახდა აკრძალული შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობით.

ამასთან, სასამართლომ გაიზიარა ნოდარ ჯავახიშვილის, ნატო ხაინდრავას, დავით გალუაშვილის და გოჩა ჩიკვილაძის პოზიცია განხორციელებული შემოწირულობის ნაწილთან მიმართებაში ხანდაზმულობის თაობაზე, რამაც განაპირობა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სანქციის (ჯარიმის) ოდენობის შემცირება.

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებმა ვერ დაადასტურეს პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობების წარმომავლობა და მათი დანაზოგის სახით არსებობის შესაძლებლობა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის