ამერიკის საელჩოში სავიზო განაცხადის შეტანის ახალი პროცედურები ამოქმედდა

აშშ-ის საელჩო დღეიდან სავიზო განაცხადის შეტანის ახალ პროცედურებს ნერგავს. როგორც საელჩოში განმარტავენ, ახალი სისტემა მთელ მსოფლიოში ინერგება.

აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, ახალი პროცედურა გამარტივებული და ხელმისაწვდომია და მომსახურეობის ღირებულებას ერთ მოსაკრებელში აერთიანებს, რითაც უფრო ნაკლებ ხარჯიანს ხდის მას. ამჟამინდელი მოსაკრებელი ვიზის კლასიფიკაციაზეა დამოკიდებული.

საელჩოში აცხადებენ, რომ მხოლოდ ერთი მოსაკრებლის გადახდით ვიზის მიღების მსურველ ყველა მოქალაქეს შეუძლია მიიღოს შემდეგი მომსახურება: ვიზის საფასურის გადახდა საკონსულოს მიერ შერჩეული ბანკის ბენისმიერ ფილიალში; სავიზო გასაუბრების დანიშვნა ტელეფონით, ქოლ-ცენტრის მეშვეობით და ელექტრონულად, ვებ-გვერდის საშუალებით; ზოგადი ხასიათის შეკითხვებზე ინფორმაციის მიწოდება; ვიზის გაცემის შემთხვევაში მოქალაქისათვის პასპორტის მიწოდება; გასაუბრების შემდგომ, ვიზის მსურველი მოქალაქისათვის დამატებით მოთხოვნილი საბუთების საელჩოში წარდგენა.

ვიზის მოსაკრებლის არასწორად გადახდის შემთხვევაში თანხა არ ანაზღაურდება; განმცხადებელს ხელახლა მოუწევს ვიზის მოსაკრებლის გადახდა;

დაგეგმილი ცვლილებები არ ეხებათ იმ მოქალაქეებს, რომელთაც გასაუბრება დანიშნული აქვთ 2012 წლის 30 აგვისტოს შემდგომ. ისინი დანიშნულ დღეს უნდა გამოცხადდნენ საელჩოში და მათი განაცხადი ჩვეულებისამებრ განიხილება.

მოქალაქეს, რომელიც გასაუბრების ელექტრონულად დანიშვნას ვერ ახერხებს, შეუძლია, გასაუბრების დანიშვნა ქოლ-ცენტრის და არა საელჩოს საშუალებით;

აშშ-ის საელჩო შეახსენებს მოქალაქეებს, რომ მათ გამგზავრების თარიღამდე გაცილებით ადრე უნდა დანიშნონ გასაუბრება. გასაუბრების სასწრაფო წესით დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ დადგენილი წესების გათვალისწინებით. იმ მოქალაქეებს, რომელთაც ჯერ არ დაუნიშნავთ გასაუბრება, აშშ-ს საელჩო ურჩევს, დაელოდონ 30 აგვისტოს და ახალი ელექტრონული სისტემის ამოქმედებას;

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, სავიზო განაცხადის შეტანის საფეხურები უცვლელია.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს