საპროტესტო აქცია ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან 14:00 საათზე გაიმართება

საპროტესტო აქცია ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან 14:00 საათზე გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდნეტი იუწყება, ზუგდიდის ციხესთან დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მისვლას გეგმავენ "ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბის წარმომადგენლები. შტაბის ხელმძღვანელი მერაბ ქვარაია მოქალაქეებს ერთად დგომისკენ მოუწოდებს.
"ყველას, ვისაც გული ერჩის ამ ქვეყნისთვის, მოვუწოდებთ მოვიდეს და გააპროტესტოს ეს უსამართლობა", - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

























