რეგიონების ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება

რეგიონების ნაწილს, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 06:30-დან 07:45 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს, ზუგდიდში შეზღუდვა შეეხება 36 296 აბონენტს.
10.00–დან 18.00 საათამდე გაითიშება 1100 აბონენტი ზესტაფონის რაიონის სოფლებში, აგრეთვე 11.00–დან 12.00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 5 500 აბონენტს ჩაქვში, 12.00–დან 16.00 საათამდე გაითიშება 1 000 აბონენტი ქედის რაიონის სოფლებში და 12.00–დან 18.00 საათამდე გაითიშება 338 აბონენტი ფასანაურში, 12.00–დან 18.00 საათამდე გაითიშება 1 350 აბონენტი ბაკურიანში.

























