ფოთის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ზაზა ჭურღულია "ნაციონალურ მოძრაობას" ემიჯნება

ფოთის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ზაზა ჭურღულია "ნაციონალურ მოძრაობას" ემიჯნება

ფოთის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ზაზა ჭურღულია "ნაციონალურ მოძრაობას" ემიჯნება და მხარდაჭერას "ქართულ ოცნებასა" და მის მაჟორიტარ კანდიდატს ფოთში, ეკა ბესელიას უცხადებს, - ამის შესახებ ჭურღულიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"სამართალს ვასწავლი და სახელმძღვანელოს პირველივე გვერდი ადამიანის უფლებებით იწყება. როგორ ვესაუბრო ბავშვებს ადამიანის უფლებების დაცვაზე, როცა ტელევიზიებით ასეთ საოცრებას ვუყურებთ, რომელსაც ვერც ერთი ადამიანი გულგრილად ვერ შეხედავს. ამ კადრების გასვლის შემდეგ, გუშინ გაკვეთილიც ვერ ჩავატარე, შოკირებული ვიყავი და მთელი გაკვეთილის განმავლობაში ჩუმად ვიყავი. სულით ხორცამდე შემძრა ნანახმა. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ჩემი პროტესტი ღიად გამოვხატე სკოლაშიც. ვფიქრობ, პედაგოგები სწორ არჩევანს გააკეთებენ და მორალური პრინციპებით იხელმძღვანელებენ. ვემიჯნები და არ მინდა ჩემი სახელი რაიმე სახით ასოცირდებოდეს "ნაციონალურ მოძრაობასთან", - განაცხადა ზაზა ჭურღულიამ.

ამასთან, ფოთში გამართულ ბრიფინგს სხვა პედაგოგებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც წინა დღეებში თავიანთი პოლიტიკური სიმპათიები გამოხატეს. მათ ჭურღულიასთან ერთად, კოლეგებს მოუწოდეს, მორალური არჩევანი გააკეთონ.