ვანო მერაბიშვილი ტყიბულს სტუმრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ტყიბულს სტუმრობს. ცოტა ხნის წინ პრემიერმა რაიონში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატ პავლე კუბლაშვილთან ერთად თაბუკაშვილის ქუჩაზე, მრავალსართულიან ბინაში მცხოვრებ გვენეტაძეების ოჯახში პირველი გაზქურა აანთო.
მმართველი გუნდის ინფორმაციით, ქალაქთან ერთად წელს ტყიბულის სოფლების მუხურა, მოწამეთასა და გელათის გაზიფიცირება მოხდება. უმოკლეს დროში კი ბუნებრივ აირს მთელი რაიონი მიიღებს.
ტყიბულში აქამდე ბუნებრივი აირი არასოდეს ყოფილა და მოსახლეობა თხევად გაზს მოიხმარდა.
ასევე პრემიერი ტყიბულის მოსახლეობას დაპირდა, რომ მომავალი წლის მაისში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებში უფასო ინტერნეტი wi-Fi იქნება.

























