"ენერგო–პრო ჯორჯიამ" 9 სოფლის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაასრულა

"ენერგო–პრო ჯორჯიამ" 9 სოფლის ინდივიდუალური გამრიცხველიანება დაასრულა.
როგორც "ინტრეპრესნიუსს" "ენერგო–პრო ჯორჯიადან" აცნობეს, ევროპული სტანდარტების შესაბამისი მრიცხველები დამონტაჟდა დუშეთის რაიონის სოფლებში - ბარისახო (100 აბონენტი) და მლაშე (216 აბონენტი), გორის რაიონის სოფელ ატენში (1108 აბონენტი), ბაკურიანის რაიონის სოფლებში დიდი მიტარბი (32 აბონენტი), ლიბანი (46 აბონენტი) და პატარა მიტარბში (26 აბონენტი), ბორჯომის რაიონის სოფელ დვირში (322 აბონენტი), ონის რაიონის სოფელ ლაგვანთაში (31 აბონენტი) და ტყიბულის რაიონის სოფელ რცხილათში (250 აბონენტი).
ჯამში გამრიცხველიანდა 2 131 აბონენტი. ინვესტიციის ოდენობამ 639 300 ლარი შეადგინა.
გამრიცხველიანებასთან ერთად აქტიურად მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. კომპანია ქვეყნის მასშტაბით გამრიცხველიანებას განაგრძობს და 2013 წლისთვის გამრიცხველიანებული იქნება მთელი საქართველო.

























