ბათუმში 65 ოჯახი "ცენტრ პოინტისგან" ბინებს ითხოვს

ბათუმში, ბაგრატიონისა და ხიმშიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში 65 ოჯახი ბინებს ითხოვს.

როგორც მირანდა ნატანიძემ განაცხადა, სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტს" ბინების მშენებლობა 2009 წელს უნდა დაესრულებინა. მისივე თქმით, ბინის მესაკუთრეებს საკუთრება უკანონოდ წაართვეს.

"დახმარების იმედი დაგვეკარგა. რატომ უნდა ვცხოვრობდე ნაქირავებში მაშინ, როცა "ცენტრ პოინტისგან" ბინა 2009 წელს უნდა ამეღო. პრეზიდენტი რომ ამბობს, ბარაკები აღარ უნდა იყოს, ბარაკები თუ არ უნდათ, ბინებს რატომ გვართმევენ. თუ ყურადღებას არ მოგვაქცევენ, 5 ნომერს ვეღარ შემოვხაზავ, არადა ეს წლები 5 ნომერს ვხაზავდი და ჩვენი პრეზიდენტის იმედი მქონდა", - აღნიშნა მირანდა ნატანიძემ.

დაზარალებულმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია ბათუმის მერიასთან გამართა. მათ თეთრ ფურცლებზე წარწერები გააკეთეს - "მოვითხოვთ, მერიამ მოგვაქციოს ყურადღება, ისევე, როგორც წაგვართვა ბინები და გვტოვებს ქუჩაში!", "უსამართლობას როდის მოეღება ბოლო".

როგორც დაზარალებული მოსახლეობა აცხადებს, "ცენტრ პოინტმა" მშენებლობის გაგრძელების ნებართვა "დექსუს დეველოპმენტს" გადასცა, ამ უკანასკნელმა კი - ბათუმის მერიას. დაზარალებულების თქმით, ბათუმის მერიამ მათი ბინები უკანონოდ გაასხვისა.

"მერიამ წაგვართვა ბინები. ლევან ვარშალომიძეს ვთხოვეთ დახმარება, მან გადაგვამისამართა ფინანსთა სამინისტროსთან. ფინანსთა სამინისტრო შეგვპირდა დახმარებას, მაგრამ მოგვატყუა, არ დაგვეხმარა. ბათუმის მერიაც გვატყუებს, ვითომ დაგვეხმარება, მაგრამ პირიქით, ბინები წაგვართვა. აფხაზეთიდან დევნილი ვარ. აფხაზებმა სახლი წამართვეს, ბათუმში ბინა ვიყიდე და მერიამ წამართვა. სადაა სამართალი, ვინაა უკეთესი ბათუმის მერია თუ აფხაზები. მათ შორის ვერანაირ სხვაობას ვერ ვხედავ", - აღნიშნა აფხაზეთიდან დევნილმა დალი ნაჭყებიამ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს