დუშეთის რაიონში სპეცრაზმი და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

დუშეთის რაიონში სპეცრაზმი და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული

დუშეთის რაიონში სპეცრაზმი და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.  როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ტრიპოლსკის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, ~მედია-ობიექტივის~ დამფუძნებელმა მამუკა გობეჩიამ აცნობა, ძალოვანები მუსიკალური სკოლისა და პოლიციის შენობების უკან არიან მობილიზებული. გობეჩია ეჭვობს, რომ დუშეთში სამართალდამცავების გააქტიურების მიზანს მაჟორიტარული ოლქის შედეგების გაუქმება წარმოადგენს.

~ირაკლი ტრიპოლსკიმ თითქმის ყველა უბანზე მიაღწია გამარჯვებას. 65%-25% - დაახლოებით ასეთია ~ქართული ოცნების~ და ~ნაციონალური მოძრაობის~ შედეგი და ეს მონაცემი თითქმის ერთნაირია როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში~, - განუცხადა ~ინტერპრესნიუსს~ გობეჩიამ.

მისივე თქმით, მთელ რიგ უბნებზე ადგილი ჰქონდა ზეწოლას კომისიის თავმჯდომარეებისა და კომისიის მდივნების მხრიდან. ამის მიუხედავად, არჩევნები დუშეთში არც ერთ უბანზე არ ჩაშლილა და როგორც გობეჩია აცხადებს, ~ეს გმირობის ფასად მოხდა~.