ხაშურელები ითხოვენ, სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ქალაქი სასწრაფოდ დატოვონ

ხაშურელები ითხოვენ, სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ქალაქი სასწრაფოდ დატოვონ.
როგორც ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ამ წუთებშიც სპეცრაზმია მობილიზებული. "მოვითხოვთ, სპეცრაზმმა სასწრაფოდ დარტოვოს ხაშური", - აცხადებენ ადგილობრივები.
"ქართული ოცნების" წევრის, გოგი თოფაძის თქმით კი, ხაშურში კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა გაიმარჯვა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ასე არ მოხდეს.
"აქ ყაჩაღობა დაიწყეს. ყველაფერს აკეთებენ, რომ ვალერიმ არ გაიმარჯვოს. მთელი ხაშური ფეხზე დგას. ცენტრში მთელი ჯარია ჩამოსული", - აცხადებს გოგი თოფაძე. ხაშურის რაიონში შემავალ უბნებზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც უბნები დაიხურა და ხმის დათვლა დაიწყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერვე საარჩევნო უბანზე სპეცრაზმის თანამშრომლები არიან შესულები.
ამ დროისთვის ხმის დათვლასთან დაკავშირებით რამდენიმე უბანზე პრობლემებიც შეიქმნა.

























