საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრი უკვე დატოვა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ელჩი ბიზნეს-ცენტრში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
ბიზნესცენტრში ამ დრომდე რჩებიან ხელოვანები, მათ შორის გივი ბერიკაშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია, ნიკუშა შენგელაია, დავით მაღრაძე და კახი კავსაძე.