თსუ-ში ხვალ მერაბ კოკოჩაშვილის მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმის "უსუი"-ს ჩვენება და დისკუსია გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, დისკუსიის თემაა - "ლიტერატურა კინემატოგრაფში".
ფილმი ირაკლი ლომოურის მოთხრობის მიხედვით 2005 წელს კომპანია "ნეოსტუდიოშია" გადაღებული. მასში აღწერილია ცხოვრებისეული ამბავი აბსურდული დასასრულით: ახალგაზრდა მხატვარი ქუჩაში დაინახავს აფიშას, რომელზეც აწერია "უსუი" და ცდილობს გაიგოს, თუ რას ნიშნავს ეს სიტყვა. მთავარი გმირი იწყებს ძიებას როგორც საკუთარი თავის შესაცნობად, ასევე ამ სიტყვის მნიშვნელობის გასაგებად.
"უსუი"-ს დამდგმელი ოპერატორია დავით გუჯაბიძე, მხატვრები: კოტე ჯაფარიძე და სალომე სხირტლაძე, კომპოზიტორი - ნოდარ მამისაშვილი. მთავარ როლშია ლევან წულაძე. ფილმში ასევე მონაწილეობენ: ნანუკა ხუსკივაძე, თემურ კლდიაშვილი, დიმიტრი ბათიაშვილი, ნანა მჭედლიძე, მედეა ჩახავა, დუტა სხირტლაძე, ელისაბედ ჭიჭინაძე.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"