"ჩემი ოჯახის კლინიკა" ფოთის საავადმყოფოდან ორი ექიმის გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს

"ჩემი ოჯახის კლინიკა" ფოთის ცენტრალური საავადმყოფოდან ორი ექიმის დათხოვნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს .

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ჩემი ოჯახის კლინიკის" წარმომადგენლებმა აცნობეს, ოფთალმოლოგ ლიანა ცომაიას ჰოსპიტალში დაბალი დატვირთვა ჰქონდა, რის გამოც მას ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა.

"ლიანა ცომაიამ 2012 წელს მხოლოდ 3 ოპერაცია ჩაატარა. ქ-ნი ლიანა აგრძელებს მუშაობას ფოთის პოლიკლინიკაში ოფთალმოლოგ-კონსულტანტის პოზიციაზე, სადაც ის პაციენტების მიღებას ამბულატორიულად გააგრძელებს. არსენ ტუღუში, რომელიც მუშაობდა ყელ-ყურის ექიმად, გათავისუფლდა აგვისტოში. ამის მიზეზი იყო პაციენტის საჩივარი. პაციენტმა ადმინისტრაციაში შემოიტანა საჩივარი, რომ არსენ ტუღუშმა მას სალაროს გვერდის ავლით ფულის გადახდა მოსთხოვა, რაც კლინიკაში დაუშვებელია", - აცხადებენ "ჩემი ოჯახის კლინიკაში".

ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს თანამშრომლები გუშინ გაიფიცნენ. მათი განცხადებით, საავადმყოფოდან ოფთალმოლოგ ლია ცომაიას და ყელ-ყურის ექიმ არსენ ტუღუშის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. გაფიცულების თქმით, საავადმყოფოს ისევ "ნაციონალური კლანი" და "მონოპოლისტი ალდაგი" მართავს, რომელიც 2011 წლიდან საავადმყოფოს მეპატრონეა.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია