კაპრალი რევაზ ალავერდაშვილი სოფელ ნიჩბისის სასაფლაოზე დაკრძალეს

2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალი რევაზ ალავერდაშვილი სოფელ ნიჩბისის სასაფლაოზე დაკრძალეს.

დაკრძალვას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ასევე თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები - ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი და თეა წულუკიანი.

დაკრძალვას ასევე ესწრებოდა მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრიც.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში მშვიდობა იყოს და ასეთი მსხვერპლი აღარ განმეორდეს.

"ჩვენ დღეს პატივი მივაგეთ კაპრალ რევაზ ალავერდაშვილს, რომელიც გმირულად დაეცა სამშობლოს დასაცავად. მივუსამძიმრე მის მამას, სოფელს და ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სამომავლოდ იმისთვის, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და ასეთი მსხვერპლი აღარ განმეორდეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარი გააკეთა ასევე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამაც. მისი განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანა იქნება მშვიდობის და იმ ქვეყნის დაცვა, რომელსაც თავი შესწირა კაპრალმა ალავერდაშვილმა.

"კაპრალი ალავერდაშვილი არის ჩვენი ქვეყნის გმირი. ის გმირულად იცავდა საქართველოს 2008 წელს, როცა აგრესორებმა შემოუტიეს ჩვენს ქვეყანას. მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს. ძნელია ოჯახისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის და მთელი საქართველოსთვის. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ ტრაგედიას, რომელიც 2008 წელს დაგვატყდა თავს. მინდა ვისურვო, რომ საქართველოს ცოცხალი გმირები უმრავლოს ღმერთმა. ჩვენი ამოცანა იქნება დავიცვათ მშვიდობა და ის ქვეყანა, რომლის დაცვასაც შესწირა თავი კაპრალმა ალავერდაშვილმა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

იხილეთ ვიდეო: კაპრალი რევაზ ალავერდაშვილი სოფელ ნიჩბისის სასაფლაოზე დაკრძალეს

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია