"ცენტრ პოინტის" მშენებლობებით დაზარალებულთა წარმომადგენლები არჩილ კბილაშვილს ხვდებიან

"ცენტრ პოინტის" მშენებლობებით დაზარალებულთა წარმომადგენლები მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს ხვდებიან. შეხვედრაზე მთავარ პროკურორთან ადვოკატი, ამ მშენებლობებით დაზარალებული მარინა კორძაძე, დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე თემურ ფიფია და "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი შევიდნენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე დაზარალებულთა წარმომადგენელებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, მათ მთავარ პროკურორთან შეაქვთ მიმართვა, რომლითაც მოითხოვენ, რომ აღნიშნული საქმე ქალაქის პროკურატურიდან გენპროკურატორაში გადავიდეს.

მთავარ პროკურატურის შენობასთან 200-მდე დაზარალებულია შეკრებილი. ისინი მათი საქმის გამოძიებას და "ცენტრ-პოინტის" "ფინანსური პირამიდის" შემქმნელთა დასჯას ითხოვენ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია