კობა ბექაური - ადეიშვილმა მითხრა, დაგიჭერ და გაგანადგურებ ან შალვა რამიშვილს ფული უნდა მისცეო

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი და ყოფილი დეპუტატი, კობა ბექაური "მაესტროს" ეთერში შალვა რამიშვილის დილის გადაცემაში მივიდა. როგორც კობა ბექაურმა განაცხადა, ამ გადაცემაში მისვლის მიზეზი არის ის, რომ მას სურს ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას ის ტვირთი, რომელსაც წლებია ატარებს.

მისი თქმით, როდესაც შალვა რამიშვილის რაიმე მეთოდით შეჩერებაზე დაიწყო საუბარი, ის დაიბარეს დათა ახალაიას კაბინეტში იმისთვის, რომ "ყველაფერი ისე მოეგვარებინათ, როგორც ისინი ეტყოდნენ".

"დათა ახალაიას კაბინეტში დამხვდნენ ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, თავად დათა ახალაია. მაშინ, როდესაც იყო საუბარი ფული შემეთავაზებინა შენთვის და ამის შემდეგ შენ დაგაკავებდნენ, ერთი პერიოდი წინააღმდეგობა გავუწიე, ვუთხარი რომ იქნებ ჩემგან არ გამოვიდესო. ადეიშვილმა მითხრა, ან დაგიჭერ და გაგანადგურებ, ან ფული უნდა მისცეო"-,-განუცხადა ბექაურმა რამიშვილს.

მისივე თქმით, მაშინ დაჭერა ჩვეულებრივი მოვლენა იყო და არ ჰქონდა მნიშვნელობა, გქონდა თუ არა დანაშაული ჩადენილი.

რაც შეეხება 30 ათას ლარს, რომელიც შალვა რამიშვილის ქრთამის სახით შესთავაზეს, ბექაური აცხადებს, რომ ეს თანხა მას არ ჰქონია.

"პირადად ვანომ დაურეკა მესხელს და იმან მოიტანა ეს ფული", - განაცხადა ბექაურმა.

ფარულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით ბექაური იხსენებს, რომ კუდი-ის შენობაში მოუწია მისვლა, სადაც მისი თქმით, გიგი უგულავა დახვდა და სწორედ მან წაიღო ეს ვიდეომასალა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის როლს ამ საქმეში, ბექაური აცხადებს, რომ მას ყველაზე მეტად უნდოდა "202"-ის გაჩერება. ბექაური ვარაუდობს, რომ დეტალებს ადეიშვილი მიხეილ სააკაშვილთან ათანხმებდა.

კობა ბექაურის განცხადებით, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მას დაწერილი მიუტანეს და მან ისე მოაწერა ხელი, არც კი გაცნობია.

შალვა რამიშვილის კითხვაზე, რატომ აირჩიეს ამ საქმეში მაინცდამაინც კობა ბექაური, ბექაურმა განაცხადა, რომ "თუ დასჭიდებოდათ, საკუთარ ძმასაც აირჩევდნენ". ვერავინ ვერ გაუძებდა იმ წნეხს".

კითხვაზე, მიიღო თუ არა რაიმე ფინანსური სარგებელი ან საჩუქარი შალვა რამიშვილის დადანაშაულების შემდეგ, ბექაურმა განაცხადა, რომ მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია.

"ის ტერმინალი, რომელშიც ჩემს ოჯახს ინტერესი ჰქონდა, იყო რამდენიმე ძალა, რომელსაც უნდოდა ამ ტერმინალის ხელში ჩაგდება და საბოლოოდ ჩაიგდეს კიდეც. ფაქტობრივად მითხრეს, რომ ეს ტერმინალი გადაუფორმეო სხვას და როდესაც ეს გავაკეთე, საბოლოოდ ფულიც არ გადამიხადეს, ისე დავკარგე ეს ტერმინალი", -განაცხადა ბექაურმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ თავის დროზე ისე წამოვიდა პარლამენტიდან, რომ განცხადებაც არ დაუწერია და "ისე გააკეთეს თვითონ ყველაფერი".

როგორც ცნობილია, ტელეკომპანია "202"-ის დამფუძნებლები შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე 2005 წლის აგვისტოში დააპატიმრეს. მათ დეპუტატ კობა ბექაურისგან 100 000 აშშ დოლარის გამოძალვაში დასდეს ბრალი. რამიშვილის და კოხრეიძის დაკავება ფარული ვიდეოკამერით გადაღებული იმ ვიდეო-მასალის საფუძველზე განხორციელდა, რომელიც სამართალდამცველ ორგანოებს თავად ბექაურმა მიაწოდა.

იხილეთ ვიდეო: ადეიშვილმა მითხრა: ან გაგანადგურებ ან რამიშვილს ფული უნდა მისცეო - კობა ბექაური დუმილს არღვევს

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში