ვალერი ჩხეიძე საქართველოში დაბრუნდა

ვალერი ჩხეიძე საქართველოში დაბრუნდა

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ჩხეიძე საქართველოში დაბრუნდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

ვალერი ჩხეიძეს, ოჯახის წევრებთან ერთად, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლებიც დახვდნენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ვალერი ჩხეიძემ განაცხადა, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ის მოვლენებს სამი თვის განმავლობაში აკვირდებოდა და პოზიტიური რომ ვერაფერი შეამჩნია, ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა.

"შევეკითხე პროკურატურასაც და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც - ჩემს მიმართ რაიმე პრეტენზია ხომ არ ჰქონდათ და ამის შემდეგ გავემგზავრე საქართველოდან", - განაცხადა ვალერი ჩხეიძემ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყოველთვის ადევნებდა თვალს. ჩხეიძის განცხადებით, ქვეყანაში დემოკრატიული და სასიკეთო ძვრები არ ხდებოდა.

"ვადევნებდი თვალს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, პოზიტიური და დემოკრატიული არც არაფერი ხდებოდა. მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც მოახდინეს ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება", - განაცხადა ვალერი ჩხეიძემ.

მისივე ინფორმაციით, არანაირი შეთავაზება არ მიუღია ახალი ხელისუფლებისგან, თუმცა მზად არის, თავისი სამხედრო გამოცდილება მოახმაროს ქვეყნის ინტერესებს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის