ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვაზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია ადვოკატ გოგიტა გაბაიძესთან ერთად მივიდა.
როგორც დაკითხვაზე შესვლამდე ქობალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა საკითხებზე უნდა წარიმართოს დაკითხვა, თუმცა, ვარაუდობს, რომ ეს შეეხება უძრავი ქონებისა და პრივატიზების საკითხებს მისი მინისტრობის პერიოდში.
ამასთან, ქობალიას თქმით, ის აპირებს ყველა თემაზე ითანამშრომლოს გამოძიებასთან და პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას. მისი ინფორმაციით, დაკითხვაზე დაბარების შესახებ ტელეფონით შეატყობინეს და უწყება არ მისვლია.
ვერა ქობალიამ იმედი გამოთქვა, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ მოუწევს დაკითხვაზე ყოფნა, ვინაიდან 5 თვის ორსულია და რთული ორსულობა აქვს.
იხილეთ ვიდეო: 5 თვის ორსული ვარ და იმედია, დიდხანს არ გაგრძელდება დაკითხვა - ვერა ქობალია