პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქცია ოზურგეთშიც გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ოზურგეთის გამგეობის შენობის წინ აქცია გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის 20 იანვრამდე გადადგომას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისევ აქციების გაგრძელებას აპირებენ. აქცია "ერთსულოვნების" მიერ იყო ორგანიზებული. "ერთსულოვნების" წარმომადგენლის ლევან ანდღულაძის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით უკვე 10000 ხელმოწერა შეგროვდა.
"ხელმოწერების შეგროვება 20 იანვრამდე გაგრძელდება. ხვალიდან დავიწყებთ ასევე ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ხელმოწერების შეგროვებას და ვფიქრობ ,ძალიან ბევრი მოქალაქე შემოგვიერთდება", _ განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლევან ანდღულაძემ.

























