შვიდი ადამიანი ემსხვერპლა ვერტმფრენის ჩამოვარდნას პერუში, ამაზონის ჯუნგლებში. როგორც "როიტერი" პერუს პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, გარდაცვლილთაგან ხუთი ამერიკის მოქალაქეა, ორი კი პერუელი. ვერტმფრენი ერთ-ერთ ნავთობკომპანიას ეკუთვნოდა.
შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება აღიძრა.