მძღოლები ორშაბათამდე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ

ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები ორშაბათამდე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ. ამასთან, მძღოლების თქმით, დღეს, 17.00 საათზე, საკრებულოს შენობასთან აქციას გამართავენ.

როგორც გლდანის ავტოპარკთან უფლებადამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, საკრებულოსთან აქციის გამართვა იმიტომ გადაწყდა, რომ დღეს 17.00 საათზე საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული.

ამასთან, მძღოლები მოითხოვენ, რომ მათ შეხვდეს თბილისის სატრანსპორტო სამსახურის უფროი აკაკი ჯოხაძე და შპს "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელობა.

როგორც მძღოლებს საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – თბილისის" წევრმა მამუკა ბალიაშვილმა განუცხადა, ის შეეცდება, რომ შეხვედრა გაიმართოს მერიაში.

ბალიაშვილის განცხადებით, თუ მერიაში ვერ მოხერხდა ეს შეხვედრა, მაშინ ფრაქცია კანონით განსაზღვრული წესით საკრებულოში დაიბარებს აკაკი ჯოხაძეს და შპს "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელობას და სწორედ საკრებულოში გაიმართება შეხვედრა.

მძღოლები ასევე მუშაობენ საინიციატივო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც უკვე შემდგომში დაგეგმავს სამომავლო ქმედებებს. ისინი ასევე აპირებენ პროფკავშირის შექმნასაც, რომელშიც თითოეული ხაზის რამდენიმე წარმომადგენელი შევა.

იხილეთ ვიდეო: ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები ორშაბათამდე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს