მძღოლების გაფიცვა, სავარაუდოდ, დღეს შეწყდება

დღეს, სავარაუდოდ, თბილისში მიკროავტობუსის მძღოლების გაფიცვა შეწყდება.  როგორც გლდანის ავტოპარკთან გაფიცულების საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ , ყველა ავტოპარკი თანახმაა იმ პირობებზე, რომელიც გუშინ ღამით მათთან შეხვედრისას "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებმა გააცნეს. გლდანის ავტოპარკთან მყოფი მძღოლები აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ ასრულდება "თბილისის მიკროავტობუსის" დაპირებები, ისინი მარტიდან გააგრძელებენ გაფიცვას. მძღოლები "თბილისის მიკროავტობუსისგან" ითხოვენ დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ დაპირებები შესრულდება. 

მძღოლების განცხადებით, "თბილისის მიკროავტობუსის" დაპირების მიხედვით, ჩატარდება მონიტორინგი და მარტიდან განისაზღვრება ყოველდღიური გეგმის ახალი ოდენობა. ასევე, თებერვალში მათ 25%-ით ნაკლები გადასახადის გადახდა მოუწევთ. მათივე ცნობით, "თბილისის მიკროავტობუსი" ინდმეწარმის სტატუსთან დაკავშირებით თანხმდება მერიის კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, გადასახადი ინდმეწარმეობასთან დაკავშირებით 10 ლარი იქნება. პროფილაქტიკასთან დაკავშირებით მხარეებს უკვე მიღწეული აქვთ შეთანხმება.

მძღოლები უკვე 7 დღეა გაფიცულები არიან.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს