მუშაობა ყველა სამარშრუტო ხაზზე განახლდა

დღეს დილიდან აბსოლუტურად ყველა სამარშრუტო ხაზზე აღდგა მუშაობა, - ამის შესახენ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ტექნიკურმა დირექტორმა დავით ასანიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, დაყადაღებულ მიკროავტობუსებს "თიბისი" ბანკმა ყადაღა მოუხსნა. ამასთან, ასანიძე განმარტავს, რომ მძღოლებსა და კომპანიას შორის 7-პუნქტიანი შეთანხმება შედგა.

"ინდმეწარმის გადასახადთან დაკავშირებით მძღოლებს გავნუმარტეთ, რომ ეს ჩვენს კომპეტენციას აღემატება. ამ საკითხის გადაწყვეტაში ჩვენ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ იურისტების დახმარების კუთხით ან რაღაც განცხადების გაკეთებით. მეორე შეთანხმება არის ის, რომ მძღოლები, რომლებმაც წამოიწყეს ეს გაფიცვა, ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას ხაზებზე. მანქანის ტექნიკური შემოწმებისთვის ადგილს ისინი თავისი სურვილისამებრ შეარჩევენ. ჩვენ მძღოლებს 7 დღის განმავლობაში მივეცით საშუალება, რომ არ გადაიხადონ გადასახადი და აღიდგინონ ის დანაკარგი, რაც ამ 7-დღიანი გაფიცვის პერიოდში ჰქონდათ. ამავე საკითხთან დაკავშირებით, მარტის თვემდე ჩატარდება ქრონომეტრაჟი იმ ხაზებზე, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უსამართლო გადასახადის ოდენობა აქვთ დაწესებული. ყველა ხაზი არ ამბობს, რომ დღიური გეგმის ოდენობა, რაც აქვთ დაწესებული, უსამართლოა. ასევე, გადაიხედება მანქანის ცვეთის გადასახადი. ბოლო მუხლი ეხება იმას, რომ საინიციატივო ჯგუფს მივეცით უფლებამოსილება, რომ თვეში ერთხელ შეიკრიბონ ჩვენთან, მათთან ერთად მიმდინარე პრობლემები განვიხილოთ და გადაწყვეტის გზები დავსახოთ, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები აღარ წარმოიქმნას", - განაცხადა ასანიძემ.

მიკროავტობუსების მძღოლები სამუშაოდ 7-დღიანი გაფიცვის შემდეგ, დღეს გავიდნენ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს