"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური კომიტეტის წევრები შალვა ნათელაშვილს გაემიჯნენ

"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური კომიტეტის წევრებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს და პარტიის რიგები დატოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიურად "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, ისინი ტოვებენ პარტიის რიგებს. 

კერძოდ, "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკურ კომიტეტში 8 წევრია, რომელთაგან ექვსმა დატოვა პარტია.

რაც შეეხება პარტიის სამდივნოს, 6 წევრიდან ხუთმა "ლეიბორისტული პარტია" დატოვა.

ამ დროისთვის თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკურ მდივან გიორგი გუგავას.

იმ პირებმა კი, რომლებმაც "ლეიბორისტული პარტია" დატოვეს, გაავრცელეს საგანგებო განცხადება, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური კომიტეტის განცხადება.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა და, სამწუხაროდ, დღედე გრძელდება მოღალატე, გამყიდველი პოლიტიკოსების "ნაციონალური მოძრაობის" მეხამრიდად გამოყენება. "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური კომიტეტის უმრავლესობა ერთგული, მებრძოლი აქტივის პატივისცემის მიუხედავად, ვემიჯნებით პარტიის თავმჯდომარეს და ვტოვებთ პარტიის რიგებს. ამასთანავე ვაცხადებთ, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას, ვქმნით ახალ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას და ვრჩებით ჩვენი პოლიტიკური პრინციპების ერთგულნი", - აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ პოლიტიკური კომიტეტის წევრი, გენერალური მდივანი იოსებ შატბერაშვილი; პოლიტიკური კომიტეტის წევრი იდეოლოგიური მდივანი კახაბერ ძაგანია; პოლიტიკური კომიტეტის წევრი, აღმასრულებელი მდივანი პაატა ჯიბლაძე; პოლიტიკური კომიტეტის წევრი საორგანიზაციო მდივანი კონსტანტინე გუგუშვილი; პოლიტიკური კომიტეტის წევრი რეგიონალური მდივანი გიორგი მთვარელიძე და პოლიტიკური კომიტეტის წევრი აპარატის უფროსი დავით ვერძეული.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
BMW-ს ახალი ეპოქა: გაიცანით Neue Klasse-ის პირველი სერიული მოდელი iX3
ზაფხული „მოზაიკოს“ ტერასაზე - საავტორო კოქტეილები, თბილისური ხედები და განსაკუთრებული ადგილი შეხვედრებისთვის
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტში გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს