დეპუტატ აკაკი ბობოხიძის შეფასებით, მთავრობის მიერ მომზადებული სასოფლო-სამეურნეო ბარათები "სხვა არაფერია თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" 1000-ლარიანი ვაუჩერის უნიჭო გადამღერება".
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საკონსტიტუციო ინიციატივებთან დაკავშირებით ჩანიშნულ პოლიტიკური დებატებისას ბობოხიძე სასოფლო-სამეურნეო ბარათების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ 1000-ლარიანი ვაუჩერის გახორციელების გეგმისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში არ ჩანს, რა, როგორი მექანიზმებით უნდა განხორციელდეს.
"მე იმედი მაქვს, რომ სასოფლო-სამეურნეო ბარათებთან დაკავშირებით ნაბიჯები წინ გადაიდგმება. ეს დახმარება საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად სჭირდება, მაგრამ არც ეს არის ბატონებო თქვენი წინასაარჩევნო დაპირება. თქვენ მოსახლეობას უფასო ხვნა-თესვას დაპირდით, მოსავლის მოყვანას ბაზრებამდე მიტანითაც კი. რაც კეთდება, არაფერის გაკეთებას სჯობს, მაგრამ ეს არის მართლაც უნიჭო ანალოგი ჩვენი 1000-ლარიანი ვაუჩერისა", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.