ექიმებმა შიმშილობა შეწყვიტეს

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურიდან დათხოვნილმა ექიმებმა შიმშილობა შეწყვიტეს.  როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ექიმმა ლევან ლომსიანიძემ განუცხადა, მათ მერიისგან მოისმინეს, რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი კახა ჩიხრაძე

საქმიანობას ჩამოშორებულია. მათი თქმით, ისინი ამ ფაქტს  მიესალმებიან.

სამსახურიდან დათხოვნილი ექიმების განცხადებით, ისინი მადლობას უხდიან ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე, დეპუტატ ეკა ბესელიას და "ქართული ოცნების" წევრ დავით ფაცაციას.

"კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტეთ, რომ შევწყვიტოთ შიმშილობა. ბრძოლას სხვა სამართლებრივი გზით გადავწყვეტთ", - აღნიშნა ლომსიანიძემ და დასძინა, რომ დღეიდან უკვე სასამართლოს მიმართავენ.

მოშიმშილე ექიმებთან გუშინ იმყოფებოდა "ქართული ოცნების" წევრი დავით ფაცაცია, რომელმაც განაცხადა, რომ ისინი მიესალმებიან ექიმების მიერ შიმშილობის შეწყვეტას, რადგან ამით პრობლემა ვერ მოგვარდება. როგორც დავით ფაცაციამ აღნიშნა, ამ საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც ჯანდაცვის სამინისტროს უწყებები, ისე დეპუტატები ეკა ბესელია და დიმიტრი ხუნდაძე. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ამ ექიმებთან დაკავშირებით ყველა საქმეს გამოიძიებს.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა ქაცარავამ აცნობა, თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში არსებული პრობლემების მოგვარებაზე საკონსულტაციო-მმართველობითი საბჭო იზრუნებს. მისივე განმარტებით, მმართველობით საბჭოში ორი წარმომადგენელი მერიიდან იქნება, სამი კი  - ჯანდაცვის სამინისტროდან.

საბჭოს შემადგენლობა, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს