თბილისში თამარ გვერდწითელის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

თბილისის საკონცერტო დარბაზში თამარ გვერდწითელის საქველმოქმედო კონცერტი და ვარსკვლავის გახსნის ცერემონია გაიმართა .

თამარ გვერდწითელმა ცნობილი და ახალი სიმღერები შეასრულა. კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო პარტერში სკამები დაამატეს. მაყურებელთა შორის სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და პარლამენტარები იყვნენ.

თამარ გვერდწითელმა დუეტები რუსეთის ცნობილ მსახიობ დიმიტრი დიუჟევთან ერთადაც შეასრულა. გარდა ამისა, გვერდწითელმა პატრიარქის "ავე მარია" და "ალილუიაც" იმღერა. კონცერტზე კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის სიმღერის პრემიერაც შედგა.

სცენაზე დემოგრაფიული აღორძინების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ავიდნენ და საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის მხარდაჭერისთვის თამარ გვერდწითელი ფონდის საპატიო წევრად აირჩიეს. გარდა ამისა, სცენაზე ავიდა კონცერტის ერთ-ერთი ორგანიზატორი დათო ოქიტაშვილი და დიმიტრი დიუჟევს თეთრი ჩოხა უსახსოვრა.

კონცერტის ბოლოს კი, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ თამარ გევრდწითელის ვარსკვლავი გაიხსნა.

გვერდწითელის კონცერტი ტელეკომპანია "იმედის" იუბილის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება