თბილისში ბოსტონში დაშავებული ადამიანებისადმი სოლიდარობის გამოსახატავად მარათონი გაიმართება

თბილისში, ბოსტონის მარათონის ფინიშთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად სიმბოლური მარათონი გაიმართება. მარათონი ხვალ, კუს ტბაზე გაიმართება და მისი ორგანიზატორია ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარული საზოგადოება.

"ნებისმიერ მსურველს, 5-კილომეტრიანი მონაკვეთის გარბენით ან უბრალოდ გავლით საშუალება აქვს დაგმოს ძალადობა, სოლიდარობა გამოუცხადოს აფეთქების შედეგად დაზარალებულებს და მოახდინოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია საქართველოში. ღონისძიებას სიამოვნებით შეუერთდა "ვისოლ ჯგუფი", ამერიკის სავაჭრო პალატის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტი, PR კლუბი, "პალიტრა მედია" ჰოლდინგი, ავერსი, გაზეთი Financial და საზოგადოების ცნობადი სახეები", - აცხადებენ მარათონის ორგანიზატორები.

15 აპრილს, ბოსტონის მარათონზე საფინიშო ხაზზე ტერაქტი განხორციელდა, რომლის შედეგადაც, 3 ადამიანი დაიღუპა და 176 დაშავდა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს