აივ დადებითი ადამიანებისგან ბიძინა ივანიშვილს მადლიერების სიგელი გადაეცემა

აივ დადებითი ადამიანებისგან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მადლიერების სიგელი გადაეცემა. ღონისძიება დღეს , სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრიდან აცნობეს, მადლიერების სიგელი პრემიერ - მინისტრს გადაეცემა ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებში იმ რეფორმებისა და ცვლილებების გატარებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვან წილს შეიტანს აივ დადებითი ადამიანების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად და ასევე იმ თანადგომისათვის, რომელსაც საქართველოს მთავრობა მისი ხელმძღვანელობით გაწევს აივ დადებითი ადამიანების უწყვეტი მკურნალობის უზრუნველსაყოფად.

"ღონისძიების უმთავრესი მიზანია აივ დადებითი ადამიანების ანტირეტრო ვირუსული მკურნალობის სახელმწიფო დაფინანსების პროცესის ინიცირება. გამომდინარე იქიდან, რომ მკურნალობა ადამიანებისათვის ხელმისაწვდომია საერთაშორისო დონორის "გლობალური ფონდის" სახსრებით, ხოლო ქვეყანა დგას მისი ქვეყნიდან გასვლის საშიშროების წინაშე, აუცილებელია სახელმწიფომ აიღოს საკუთარ თავზე ადამიანების საყოველთაო უფლებების დაცვა და უზრუნველყოს ანტი-რეტრო-ვირუსული მკურნალობის დაფინანსება. მკურნალობა პროფილაკტიკისა და პრევენციის ეფექტიანი საშუალებაა, რაც საგრძნობლად ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს და ფინანსური თვალსაზრისით სახელმწიფოსათვის გაცილებით ხარჯთეფექტურია", -აცხადებენ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში და აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია გაიზიაროს სხვა ქვეყნების პოზიტიური გამოცდილება და გამოყოს მკურნალობის დაფინანსებისათვის აუცილებელი სახსრები.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება